|
2023-08-29 12:14:16, 859 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თერმოინდუსტრიამ“ მზის პანელები დაამონტაჟა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „თერმოინდუსტრიამ“, კომპანია „გრინ ენერჯის“ დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 570,000 ლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოში წამყვანი მზის პანელების საპროექტო და სამონტაჟო კომპანიის "Green Energy"–ის მიერ, რომელიც ამავდროულად "Yingli Solar"-ის ოფიციალური წარმომადგენელია,– თერმოინდუსტრიის ცენტრალურ ფილიალში 305.2 კვტ სიმძლავრის მზის სადგური დამონტაჟდა. თითო პანელი 545 ვატიანია, ჯამში 560 ცალი. მზის სადგურის წლიური გენერაცია კი, შეადგენს – 353 მგვტ/სთ–ს. „თერმოინდუსტრია“ გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში, რომელიც 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს. „თერმოინდუსტრია“ გარემოს დამცველი კომპანიაა, რასაც მოწმობს მათი პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ ISO და KIWA სერტიფიკატებს, რაც თავის მხრივ, ადასტურებს, რომ დანადგარები ენერგოეფექტური და უსაფრთხოა. მწვანე მიმართულების გაძლიერების კუთხით, კომპანია სამომავლოდ გეგმავს, ყველა ფილიალზე მზის პანელები დაამონტაჟოს“ ,- განაცხადა ნათია ფაილოძემ, „თერმოინდუსტრიის“ მარკეტინგის დირექტორმა. „გარემოზე ზრუნვა „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. ჩვენს პარტნიორ კომპანია „თერმოინდუსტრია“-ს კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ამავდროულად, ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად, 560 ერთეული მზის პანელი დაამონტაჟა, ჯამში – 305.2 კვტ დადგმული სიმძლავრე. აღნიშნული სადგური წლიურად გამოიმუშავებს 353 მგვტ/სთ–ს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგება. მოხარულები ვართ, ამ თანამშრომლობით და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი მწვანე მიმართულებით“,– განაცხადა ნინო გერგედავამ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. „თერმოინდუსტრიის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)