|
2023-08-28 19:32:57, 922 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - თუ წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, „ქართული ოცნება“ დაიხურება
სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ, არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება... დაიხურება "ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რისთვისაც პრინციპულად დიდი ხნის განმავლობაში იბრძვის. "არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვა: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ "ქართული ოცნების" დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება "ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება, ხოლო ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს. არც ეს "მაინც მოგვეცით" ვაჭრობაა გამართლებული - ეს თან არასერიოზულია და თან კონტრპროდუქტიული და გამაღიზიანებელი ჩევნი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის "წველა", საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს. და თუ ჩვენს ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე პირნათლად ვერ მოვიხდით, რატომ გადავწყვიტეთ, რომ რამეს ვიმსახურებთ, ეგ გულუბრყვილო დასკვნა ჩემთვის გამოცანაა - ხალხი იმსახურებს იმას, რასაც თავისი ბრძოლით და პრინციპულობით აღწევს. როგორც დიდი ხნის წინ არისტოტელემ თქვა, ოლიმპიურ თამაშებში (ძველ ბერძნულ) იმარჯვებს არა ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, არამედ ის, ვინც ყველზე მეტი იბრძოლა და სხვებზე უკეთ იასპარეზა. ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ მეპარება", - წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)