|
2023-08-22 11:34:13, 747 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაცმოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა - იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა
3 აგვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში ამ 12 დღის განმავლობაში სრულად არის აღდგენილი შოვის ტრაგედიის ქრონოლოგია,- აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, შუალედური დასკვნით მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა იკვეთება. “3 აგვისტოს ტრაგედიის პასუხად ქართველ ხალხს შერჩა მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდა პოლიტიკური გადაძახილები. ჩვენი ხალხი, მოქალაქეები იმსახურებენ პასუხს ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან არიდება. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჟურნალისტებს დაგირიგდათ და საზოგადოებისთვის ეს იქნება ცნობილი. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში ამ 12 დღის განმავლობაში სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. ამ შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა, სადაც ბევრი მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირა საქართველოს მოქალაქეები, იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, ჩვენ და სამწუხაროდ პრემიერ მინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, მეტიც, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე, ამიტომ საზოგადოებას ჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი, ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება და განსაკუთრებით ხელისუფლებას, პოლიტიკური კინკლაობა კი არა, საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, ჯარის ჩაყვანა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც იმ საღამოს, როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ შველა, გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახებიდან და ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, მთელი ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები. 24 გვერდიან ანგარიშში, რომელიც არის ჯერ შუალედური და ცხადია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს, იკვეთება კონკრეტული თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან და ცხადია ეს დასკვნა საზოგადოებისთვის იქნება გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტრაგედიის გამოძიება”, - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)