|
2023-08-17 16:07:44, 811 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა
ავღანეთის ხელისუფლების სათავეში მოსულმა „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტიის მოქმედება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ამერიკის ხმა" ავრცელებს. „თალიბანის" იუსტიციის მინისტრმა, აბდულ ჰაკიმ შარაიმ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტიათა საქმიანობა ისლამურ კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის. "ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ისინი შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. გარდა ამისა, ავღანეთის ხალხსაც არ სჭირდება ამ პარტიების საქმიანობა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. იმავე პოზიციას იზიარებს ავღანელი პოლიტიკოსი, თორეკ ფარჰადი და აღნიშნავს, რომ პარტიებს მხოლოდ და მხოლოდ არეულობის გამოწვევა შეუძლიათ, რაც ქვეყანას არ სჭირდება. "რამდენადაც პოლიტიკურად არაკორექტულად შეიძლება ჟღერდეს, პოლიტიკურ პარტიებს დღეს ავღანეთში არასაჭირო განხეთქილების შექმნა შეუძლიათ და ეს არის უკანასკნელი რამ, რაც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა თორეკ ფარჰადიმ. იქამდე, სანამ „თალიბანი“ სახელისუფლებო ბერკეტებს ხელში აიღებდა, ავღანეთში 70-ზე მეტი დიდი და მცირე პოლიტიკური პარტია ოფიციალურად იყო რეგისტრირებული. კონტროლის მოპოვების შემდეგ „თალიბანს“ ხშირად ადანაშაულებენ გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, რის გამოც არაერთმა პოლიტიკოსმა თუ მედიის წარმომადგენელმა დატოვა ქვეყანა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)