|
2023-08-11 15:00:08, 1227 ნახვა
სამართალი
ივლისში უკანონო თევზჭერის 93 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 93 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათგან 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. "უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 21 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა. 16 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, კახეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7, აჭარაში - 5, გურიაში - 4, შიდა ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1. ასევე 1 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც - ივლისში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს. ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 10, სახლართი ტიპის ბადით - 54 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 8 ფაქტი. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივლისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 270 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 4 თევზმახე, ე.წ. გოდორი ამოიღეს. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, სიონის წყალსაცავზე, ბაზალეთის ტბაზე, ასევე მდინარეებზე - მტკვარსა და ნატანებზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 384 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 105 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)