|
2023-08-10 16:19:38, 1235 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის ვალდებულებაა, თავს დაესხას დეზინფორმაციას
ვფიქრობ, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანის ვალდებულებაა, თავს დაესხას დეზინფორმაციას. მოისმინეთ, ორივეს [„მთის ამბები“, „მწვანე ალტერნატივა“] პასუხი, ორაბზაციანი განცხადებები გამოაქვეყნეს და ერთადერთი რაც თქვეს, იყო ის, თითქოს მე თავს დავესხი და ვცდილობ დავაცენზურო. ამის ნაცვლად, მისხალი თვითკრიტიკა რომ ჰქონოდათ, თვითონაც ხომ ხვდებიან უკვე, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ავრცელებენ, მინიმუმ ხომ შეუძლიათ თქვან, რომ გადაუმოწმებელი იყო ინფორმაცია, ვწუხვართ და აიღონ ინფორმაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციის დარეგულირება შინაგანი და პროფესიული ეთიკით არის შესაძლებელი. მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტური ეთიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, მედიას ზუსტი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდონ, ისინი პროფესიული სტანდარტების გამრუდების ხარჯზე, დეზინფორმაციის მხილებას თავდასხმად აფასებენ. „პირველი რეგულაცია, ეს არის ადამიანის შინაგანი ეთიკა, რომელიც შემდეგ უკვე პროფესიულ ეთიკად გამოვლინდება ხოლმე. ნაცვლად იმისა, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ ამაზე რეაქცია ჰქონოდა და მათ შორის, ჟურნალისტებისთვის მოეწოდებინა, გადამოწმებული ინფორმაცია გაევრცელებინათ, მათაც და სხვადასხვა "კოალიციებმა" კიდევ ცალკე, განცხადება გაავრცელეს, რომ ეს არის თავდასხმა. სწორედ ეს არის გამრუდება პროფესიული სტანდარტისა, საკუთარ ტყუილში გაჯიუტებისა. შემდეგ, ჟურნალისტების, მედიის მიმართ არის უნდობლობა იმიტომ, რომ არ არის თვითკრიტიკის მისხალი. რაც შეეხება რეგულაციას, ამაზე თქვა კიდევაც ირაკლი კობახიძემ, ბევრი რამის რეგულაცია შეიძლება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ დეზინფორმაციულ სისტემაში, სადაც ჩვენ მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგიერთი უცხოელი გვაცხოვრებს, ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი იდეა მოინათლება „რუსულ კანონად“ და იქ აზრი არ აქვს დისკუსიას. საერთო ჯამში, არის ინტერესი, რომ ტყუილი დარჩეს, დეზინფორმაციები იყოს იმიტომ, რომ ამ დეზინფორმაციებით ხდება საზოგადოების დაზაფვრა, მისი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღია, რომლის დაკარგვაც არ უნდათ "ნაციონალურ მოძრაობას" და ზოგადად, რადიკალურ ჯგუფებს. არ ვსაუბრობ რეგულაციებზე, მაგრამ მინიმუმ, მე რასაც აუცილებლად ვიზამ ყოველთვის, ეს არის დეზინფორმაციის მხილება. გარკვეულ დონეზე მხილება მუშაობს. სხვათაშორის, განცხადებაში, რომელიც "მთის ამბებმა" გამოაქვეყნა, საუბარი იყო, რომ ისინი მხოლოდ ინფორმაციას ავრცელებენ და იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც აქვს წინსართი „დეზ“, არ არის ინფორმაცია, ეს არის ტყუილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
ისარგებლე შენთვის შექმნილი განათლების პროგრამებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება
ონიანი-ჯანგველაძის კლანი ევროპაში იკრიბება - прайм крайм
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)