|
2023-07-29 12:35:47, 1254 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსულ კომპანიებს, რომლებიც ომის პროპაგანდას ავრცელებდნენ, სანქციები დაუწესა
ევროკავშირის საბჭომ იმ რუსულ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, სანქციები დაუწესა. საუბარია 5 კომპანიასა და 7 ფიზიკურ პირზე. ხსენებული პირები პასუხისმგებელნი იყვნენ საინფორმაციო მანიპულაციურ კამპანიაზე სახელწოდებით RRN, Recent Reliable News - (ბოლო სანდო ამბები). კამპანია მოიცავდა პრორუსული პროპაგანდის გავრცელებას ყალბი ვებსაიტებისა და სოციალური მედიის ანგარიშების მეშვეობით, რომლებიც ევროპული სახელმწიფოების ცნობილი მედიების და სამთავრობო პორტალების იმიტაციას ახორციელებდნენ. "ეს კოორდინირებული და მიზანმიმართული საინფორმაციო მანიპულაციები არის რუსეთის უფრო ფართო ჰიბრიდული კამპანიის ნაწილი ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების წინააღმდეგ", - წერია განცხადებაში. სანქციები შეეხო რუსული სამხედრო დაზვერვის კომპანია Inforos-ს, რომელიც 270-ზე მეტ ყალბ პრორუსულ პროპაგანდისტულ ვებგვერდს აკონტროლებს, ასევე შავ სიაში მისი სამი დამფუძნებელი მოხვდა. სანქციები დაწესდა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია Dialogue-ის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა კრემლის ხელისუფლების მიერ და მჭიდროდ დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ასევე, სანქციები დაუწესდა რუსული დიასპორის ინსტიტუტს, სოციალური დიზაინის სააგენტოს და Structura National Technologies, ორ რუსულ IT კომპანიას.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)