|
2023-07-24 13:26:21, 1603 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები კვლავ დივერსიფიცირებულია
ეკონომიკის მიმდინარე ძლიერი ზრდა აჩენს კითხვას სავალუტო შემოდინებების კუთხით ერთ წყაროზე, კერძოდ რუსეთზე დამოკიდებულების მხრივ. ბოლო ერთი წლის მონაცემებზე დარყდნობით, შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიული დივერსიფიცირება მთლიანობაში გარკვეულწილად გაზრდილია კიდეც. კერძოდ, ევროკავშირი ინარჩუნებს პირველ ადგილს, რუსეთის წილი გაანგარიშების სხვადასხვა მეთოდით, 2019 წელთან შედარებით დიდწილად ერთ დონეზეა, სხვა ქვეყნების კონტრიბუცია კი გაზრდილია. ცალსახაა, რომ მიგრაციის ეფექტის შედეგად, ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის გარეშე იქნებოდა. აღნიშნული, მიგრანტებში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასაქმებულთა მაღალი ხვედრითი წილიდან გამომდინარე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის დინამიკაშიც იკვეთება. ამავდროულად, მიუხედავად საერთო აღქმისა, გეოგრაფიული წყაროებისა და შემოდინებების ტიპების მიხედვით, დივერსიფიცირება კვლავ მაღალია. ასევე, „თიბისი კაპიტალის“ ოსაზრებით, ფულადი გადარიცხვების რუსული კომპანია Unistream-სათვის ახლახან დაწესებული სანქციების გათვალისწინებითაც, სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერი იქნება. გასულ კვირაში გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, 17 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების გაზრდილი ლარიზაცია და ამავდროულად, ივნისში სესხების მეტი დოლარიზაცია. ეს დინამიკა, სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, მომდევნო კვირაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დამატებით შემცირების არგუმენტია. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)