|
2023-07-21 13:13:12, 1431 ნახვა
სამართალი
ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულ 6 პირს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. როგორც სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, მისი დაკავება პოლიციის, პროკურატურის და სახელმწიფოს მხრიდან შურისძიებას უკავშირდება. "ჩემი ამბავი არის წმინდა, ანუ შურისმაძიებლური მოქმედება, მართალი, რომ მათ მე ვუქმნი დისკომფორტს, მათ შორის პოლიციასაც, პროკურატურასაც და მთელ სახელმწიფოსაც. რაშია საქმე, მიკავშირდება მე კლიენტი, ეს კაჯაევა და მთხოვს მაგალითად, მიდი და დაიცავი ეს. მინდობილობით, რწმუნებილობით საქმის შესრულებას ჰქვია დავალების ხელშეკრულება, დავალებას ვასრულებდი დილას და შემოსავალს ვღებულობდი ამით", - განაცხადა ბრალდებულმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის გახსნის შესახებ გუშინ, 20 ივლისს განაცხადეს. პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელი, ჯგუფის 2 წევრი და ე.წ. 16 დამდები, რომელთა შორის როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან. შსს-ს ცნობით, 18 ივლისს, აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 3 პირი: საქართველოს მოქალაქეები და მოქმედი ადვოკატები - 1984 წელს დაბადებული მ.ზ. და 1986 წელს დაბადებული ა.ფ., ასევე თურქეთის მოქალაქე 1971 წელს დაბადებული მ.ჩ. ამასთან, საზღვარგარეთ მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ და საქართველოში დაკავებულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სსკ-ის 194-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)