|
2023-07-19 13:40:02, 972 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - გაეროს „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილის შესასრულებლად სამი თვე აქვს
გაეროს „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილის შესასრულებლად სამი თვე აქვს,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, თუ გაერო ამ დროის განმავლობაში არ განახორციელებს მემორანდუმის პირობებს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ, მოსკოვი არ განაახლებს მოლაპარაკებებს შავი ზღვის გავლით უკრაინის ექსპორტის დაშვების შესახებ შეთანხმებაზე. „გაეროს ჯერ კიდევ სამი თვე აქვს კონკრეტული შედეგების მისაღწევად. თუ იქნება კონკრეტული შედეგები, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას“,-განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)