|
2023-07-18 11:27:43, 1273 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ პროექტის მონაწილე ქართული კომპანია wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა
სასაჩუქრე ბარათების ქართული ვებ პლატფორმა wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ახლა აქვს შესაძლებლობა, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით საკუთარი პროდუქტი უზბეკეთის ბაზარს შესთავაზოს და მიიღოს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ისარგებლოს 7.5%-იანი საშემოსავლო და 0%-იანი კორპორაციული გადასახადით, რომელიც ტექ. პარკის რეზიდენტებისთვის მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ wowchy "საქართველოს ბანკისა" და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის 11 მონაწილიდან ერთ-ერთია, რომელიც უზბეკეთში 22 ადგილობრივ კომპანიასთან შესახვედრად გაემგზავრა. "საქართველოს ბანკისა" და USAID-ის მიზანს ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების ხელშეწყობისთვის, ქართულ ICT კომპანიებსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის B2B შეხვედრების გამართვა წარმოადგენდა, რომელიც დაეხმარებოდა მონაწილეებს, ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ბიზნესების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში. ამასთან, ინიციატივის ფარგლებში, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები უზბეკეთში ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. „აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის ფარგლებში შევხვდით პოტენციურ პარტნიორებს, ინვესტორებს და რაც მთავარია, IT Park-ის წარმომადგენლებს და გავეცანით იმ შესაძლებლობებს, რასაც რეზიდენტობა გვაძლევდა. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე გაგვეხსნა უზბეკეთში კომპანიის წარმომადგენლობა“, - აღნიშნავს თათია ხაინდრავა, wowchy-ს თანადამფუძნებელი. „საქართველოს ბანკი" აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენი ინიციატივების ფარგლებში უკვე 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შევქმენით განვითარების ახალი შესაძლებლობები. ამასთან, ძალიან გვახარებს, როდესაც ვხედავთ, ჩვენი პროექტების მონაწილე კომპანიების წარმატებას ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე. wowchy-ს მიერ უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვულოცავთ კომპანიის წარმომადგენლებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მომავალში კიდევ უფრო მეტი ახალი ბაზრის ათვისებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავს ოლღა ნაკაშიძე, "საქართველოს" ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტების მენეჯერი. დღეს wowchy-ს პარტნიორების რაოდენობა 300-ს უტოლდება. კომპანიას შემოსავლების 400%-იანი ზრდა აქვს.
ევროკავშირმა ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)