|
2023-07-17 13:58:09, 3095 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. პესკოვის თქმით, შეთანხმების შეწყვეტის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობაა. „ფაქტობრივად, დღეს შეწყდა შავი ზღვის ხელშეკრულებების მოქმედება. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადაა 17 ივლისი. სამწუხაროდ, ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, არ შესრულდა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“,- თქვა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი", რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ „დაუბრუნდება ამ გარიგების განხორციელებას“. ცნობისთვის, "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა დღეს, 17 ივლისს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)