|
2023-07-12 19:47:51, 983 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენი გაწეული შრომა და თავგანწირვა, სათანადოდ არ ფასდება - მოდით, პირდაპირ ვთქვათ ისიც, რომ არც უკრაინას დაუფასდა
32 ადამიანი დაგვეღუპა მისიებში, თუ არ ვცდები 300-ზე მეტი არის დაჭრილი, შშმ პირები გახდნენ. ჩვენ ვკონტაქტობთ ამ ადამიანებთან, ვესაუბრებით ხოლმე. თავი გადადო ქართველმა ჯარისკაცმა და ქართველმა მეომარმა და გუშინ, ირაკლი კობახიძეს რაღაც სტატუსებს უწერდნენ, რამდენიმე ე.წ. „სქრინი“ ჩამიგდეს, რომ ამათმა არ იციანო, ბუქარესტის სამიტი რომ 2008 წლის ომამდე იყოო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, იმაზე აპელირება, რომ ბუქარესტის სამიტი 2008 წლის ომამდე იყო, არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან, ომის შემდეგ ნატოს რამდენიმე სამიტი ჩატარდა, სადაც ქართველების თავგანწირვა სათანადოდ არ იქნა დაფასებული. მისივე თქმით, თავდადება არ დაუფასდა არც უკრაინას, ვინაიდან, იმ ფონზე, როცა ქვეყანა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა და რუსეთთან ომსაც ბევრი უკრაინელი შეეწირა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. „2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რომ ომი გვქონდა და არაერთი ომი რომ გვაქვს კიდევ მანამდე გამოვლილი - ამის შემდეგ იყო სტრასბურგის, ლისაბონის, ჩიკაგოს, უელსის, ვარშავის ბრიუსელის, მადრიდის და აგერ, უკვე ვილნიუსის მიმდინარე სამიტები. სამწუხაროდ, ეს ჩვენი გაწეული შრომა, თავის გადადება და თავგანწირვა, სათანადოდ არ ფასდება - მოდით, პირდაპირ ვთქვათ. მათ შორის, მოდით, პირდაპირ ვთქვათ ისიც, რომ არც უკრაინას დაუფასდა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სამწუხაროდ, თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს და რამდენი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ, ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ილაპარაკონ ამ თემაზე, დღეს უკრაინელმა მოქალაქემ არ იცის, როდის მიიღებენ ნატოში. ამ თავის შეწირვის და თავის გაწირვის მიუხედავად, ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცის, როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატოში და კონკრეტულად, რა პირობები იქნება კიდევ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების განცხადებებზე, რომლებმაც უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად გარკვეული პირობები დასახეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი ომის მოგების, ნატოს სტანდარტებთან ბოლომდე თავსებადობის და ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის შემდეგ მოხდება. „ პატივისცემას ვუდასტურებთ ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს, მაგრამ ესეც სათქმელია: ლიდერების დონეზე ითქვა, რომ უკრაინა მაშინ მიიღებს ნატოს წევრობას, როდესაც ომი დამთავრდება და რუსეთთან ომს მოიგებს. აი, ასეთი მოცემულობა განსაზღვრეს წინასწარ: მას შემდეგ, რაც ყველა ქვეყანას დაითანხმებენ, ომს მოიგებს, მას შემდეგ, რაც თავსებადი გახდება ბოლომდე ნატოს სტანდარტებთან - აი ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, მათ ექნებათ მიწვევა ნატოში. უკრაინას არ უფასდება [თავგანწირვა] ჩემი აზრით და ბოდიში, თუ ძალიან სუბიექტური ვარ ამ განწყობაში, მაგრამ ეს უნდა ითქვას.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)