|
2023-07-12 10:17:54, 934 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო - ქართული მხარე მიესალმება ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას
ქართული მხარე მიესალმება სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო ავრცელებს. უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარე მიესალმება ნატოს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები "ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა. საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში კიდევ ერთხელ მიუთითებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას. ქართული მხარე მიესალმება სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, განხორციელების მიმართულებით. ქართული მხარე მიესალმება ნატოს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები. შექმნილი კომპლექსური და რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ისევე, როგორც მოწოდება, რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. საქართველო მიესალმება ნატოს მხრიდან, გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნივშნელოვანი წვლილის აღიარებას და ადასტურებს მზაობას, კვლავ გააგრძელოს აქტიური ჩართულობა ნატოს მისიებსა და ოპერაციებში. ქართული მხარე უაღრესად აფასებს სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით და გამოხატავს მადლიერებას წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორცილებული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის. საქართველო გამოხატავს მხარდაჭერას სამიტზე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ადასტურებს მზაობას, კვლავაც გააგრძელოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიულ დიალოგში. საქართველო მიესალმება სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით ისევე, როგორც სხვა გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებაში და როგორც ასპირანტი ქვეყანა, უაღრესად აფასებს ღია კარის პოლიტიკის განხორცილების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს. საქართველო, მისი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, კვლავაც გააგრძელებს არსებული ინტეგრაციული ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას",- აღნიშნულა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. გუშინ, 11 ივლისს სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. როგორც კომუნიკეშია ნათქვამია, ნატო "ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, MAP-ით, რაც პროცესის განუყოფელი ნაწილია".
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)