00:55 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 12:59:10, 1083 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია - არ უნდა შეგვშურდეს

უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები - ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს,- ასე ეხმაურება"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე MAP-თან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, 2008 წლის ომის დროს საქართველომ MAP-იც კი ვერ მიიღო.

"ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონექსტსში - 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა, მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერც შეგვშურდება",- ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, გუშინ, 10 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე.

11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება. საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics