|
2023-07-09 14:30:51, 1663 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ვილნიუსის სამიტის შემდეგ ნატოსკენ გზა შემოკლდება
უკრაინისა და ნატოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე შეთანხმებულია. ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინის გზა ალიანსისკენ უფრო შემოკლდება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. კულებას განცხადებით, აღნიშნული შედეგის მიღწევა უახლოესი პარტნიორების ჩართულობით მოხერხდა. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის შესახებაც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ ასე არ მოხდებოდა, მაგრამ უახლოეს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ეს შევძელით. ნატოსთვის ამ შესაძლებლობის დაკარგვა ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც ის ყველა ფრონტზე უნდა იყოს შეკუმშული. მუშაობა გრძელდება, მათ შორის შაბათ-კვირას და ვილნიუსში ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მიღების ბოლო წუთამდე“,- წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)