|
2023-07-08 16:45:44, 1313 ნახვა
სამართალი
ე.წ. ბანანიდან ბავშვები წყალში გადააგდო, ხოლო ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა - პროკურატურამ 3 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური რპოკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულებმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე - წყლის ატრაქციონ - ე.წ. „ბანანზე", გართობის მიზნით 4 მოზარდი აიყვანეს. "ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც სწრაფმავალი კატარღის საჭესთან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არასრულწლოვნებს სამაშველო ჟილეტები არ ეცვათ, ასევე მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე დაძრა კატარღა, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის - ტივტივასაგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ზღვის სიღრმეში, შემდეგ კი წყლის ატრაქციონ ე.წ „ბანანიდან" ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ. ბრალდებული ითვალისწინებდა რა არასრუწლოვნების დაღუპვის შესაძლებლობას, შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას. ასევე მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა. სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი 7 ივლისს იქნა აღმოჩენილი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველი გახდა ორი პირი, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 -ე მუხლის „ე" და „ლ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)