|
2023-07-08 16:22:41, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად ქვეყანას დააზარალებს
პრაიდის კვირეული, სხვადასხვა ღონისძიებები, კონტრაქციები, მასშტაბური და ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა, მაგრამ დღეს საქართველოშია შექმნილი სხვა რეალობა, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთი, სადაც ამ ნიადაგზე ასევე ხდება დაპირისპირებები, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციას. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, "იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ვინაიდან წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება". „ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და, რასაკვირველია, ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს. თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს- ესაა რწმენა, დამოკიდებულება. რასაკვირველია უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით. იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი ნამდვილად შეუძლია, ვინაიდან არის მოცემულობა, როდესაც წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონები და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება იყო დაგეგმილი. მანამდე სამართალდამცველებსა და "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. "თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, რადგან სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს. გუშინ, 7 ივლისს "თბილისი პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდებოდა, ფესტივალი კი გაიმართებოდა კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნებოდა. გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებოდნენ მობილიზებულები.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)