00:27 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 23:50:11, 658 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი ესწრებოდნენ.

ირაკლი შოთაძემ უწყების სახელით, მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს ამერიკელი პარტნიორების მიერ პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დახმარებისთვის, რომლის მეშვეობითაც ნაფიც მსაჯულთა და კიბერ დანაშაულის საქმეებზე მომუშავე პროკურორებმა ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლეს. 

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აშშ-ის ელჩს მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმატებები უსურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics