17:37 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 12:59:42, 1023 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ გურჯაანში მეზობლების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულს ორ თანასოფლელთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით დაზარალებულებს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ'' ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics