|
2023-07-05 17:31:09, 1243 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჭრობის ხელშეწყობის ფორუმის ფარგლებში, ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
5 ივლისს, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ-ში”, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, გაიმართა - „ვაჭრობის ხელშეწყობის ვორქშოპი ბიზნესისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის წარმოშობის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ, ასევე ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროექტს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. "იმედი მაქვს, რომ ევროპის ბიზნეს ასოციაცია, USAID-ის მხარდაჭერით, ჩვენთან ერთად, მომავალშიც გააგრძელებს ქმედითი წვლილი შეიტანოს ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის მუშაობაში. აუცილებელია წარმოშობის წესების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების შეძენის ხელშეწყობა, ვინაიდან შეღავათიანი წარმოშობის წესები საშუალება აძლევს მეწარმეებს გამოიყენონ უფრო მეტი ადგილობრივი და თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორი ქვეყნის მასალები და ნედლეული, წარმოების პროცესის ნაირსახეობები და მექანიზმები იმ პროდუქციის წარმოების პროცესში, რომელიც შემდგომ ისარგებლებს სატარიფო შეღავათებით თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორ სახელმწიფოში”,- განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ. შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და სხვა პასუხისმგებელი პირები.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)