04:00 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 16:08:53, 792 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი კასპის მოვლენებზე - აპირებენ ენმ-ის თანამშრომლებზე საქმის აღძვრას - თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლაჩარმა, მშიშარა „რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩვენ დაგვაბრალოს, რომ ვცემეთ, თავპირი დავალეწეთ ქოცანცურებს. დაწყებული აქვთ შესაბამისი მოქმედებები და აპირებენ ჩემი უახლოესი გარემოცვის, ენმ-ის თანამშრომლებზე საქმის აღძვრას, რომ თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, 30 ივნისს კასპში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

პარტიის თავმჯდომარე დიპლომატებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ "ჰქონდეთ რეაქცია რუსული ოცნების მოქმედებებზე".

„არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლაჩარმა, მშიშარა „რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩვენ დაგვაბრალოს, რომ ვცემეთ, თავპირი დავალეწეთ ქოცანცურებს ... დაწყებული აქვთ შესაბამისი მოქმედებები და აპირებენ ჩემი უახლოესი გარემოცვის, ენმ-ის თანამშრომლებზე საქმის აღძვრას, რომ თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ.

კასპში, პენსიონერებთან შეხვედრაზე, რომელსაც კასპის ადგილობრივი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ოჯახში ვმართავდით, თავს დაგვესხა "რუსული ოცნების" პარტიის წარმომადგენლები, საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატები, საჯარო მოხელეები გორიდან, ქარელიდან, ხაშურიდან, თბილისიდან და კასპიდან.  ალყა შემოარტყეს სახლს, ისროდნენ ქვებს, ძალადობდნენ ქალებზე, ჩვენს თანაგუნდელებზე და ....  ეს "ჩმორი ნასედკები"! 3-4 საათი კიოდნენ, წიოდნენ, კაცობდნენ და ახლა ჩვენებას, ჩვენებაზე იძლევიან ( თხზავენ ) თითქოს ჩვენ ვცემეთ!

მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დიპლომატებს, ჰქონდეთ რეაქცია მოძალადე, „რუსული ოცნების“ მოქმედებებზე", - წერს ლევან ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics