|
2023-07-03 14:57:40, 1438 ნახვა
ეკონომიკა
ლოგისტიკა Translive-ის პლატფორმის საშუალებით
წარმატებული ბიზნესისთვის ეფექტურად ორგანიზებული ლოგისტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის განვითარებაში. ლოგისტიკა - ესაა დარგი სატრანსპორტო სისტემების ყველა ელემენტის ურთიერთქმედების შესახებ: წარმოებიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიწოდების ჩათვლით. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღესდღეობით მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა ლოგისტიკა. ამ ინდუსტრიაში ყველაზე ხშირად ვაწყდებით შემდეგ გამოწვევებს: ტრანსპორტირების ფასების დინამიკა, დროის მენეჯმენტის ეფექტურობა, მომხმარებლის მომსახურეობის შესაბამისობა, სანდოობა, მიწოდების ჯაჭვის ხილვადობის გაუმჯობესება, დაგეგმარების სირთულეები და ა.შ. აღნიშნულ გამოწვევებს საქართველოში არსებული ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Translive ეკიდება შესაბამისი პასუხისმგებლობით. ჩვენს შესახებ: Translive - ეს არის ლოგისტიკის საერთაშორისო ციფრული პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელებს მისი, ანუ ტვირთის, გადაადგილების გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. პლატფორმაზე ერთ სივრცეშია გაერთიანებული ასობით გადამზიდავი პარტნიორი და გაწვდით საუკეთესო პირობებს თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მიმართულებაზე. აპლიკაციის გამოყენება მოგცემთ საშუალებას თავი აარიდოთ ხანგრძლივ და რთულ მოლაპარაკებებს გადამზიდავებთან. მარტივად, მიიღებთ საუკეთესო პირობას და ერთი „კლიკის“ საშუალებით გააფორმებთ შეკვეთას. ყველა საჭირო დოკუმენტაცია ელექტრონულად გენერირდება თქვენთვის განკუთვნილ პირად კაბინეტში და ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ თქვენ Live რეჟიმში გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია ტვირთის სტატურის/მდებარეობის შესახებ. მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სისტემატიურად განახლებადი ინფორმაცია Top მიმართულებების საბაზრო ტარიფებზე. Translive – ის უპირატესობას წარმოადგენს: სიმარტივე, მოქნილობა, მეტი კონტროლი და დაცულობა. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ, დააზღვიოთ, გააფორმოთ ხელშეკრულება, აკონტროლოთ და მართოთ თქვენი გადაზიდვები, მხოლოდ ერთი აპლიკაციის დახმარებით. საერთაშორისო ლოგისტიკური სერვისი ვრცელდება მსოფლიოს მაშტაბით. ჩვენი ლოგისტიკური პარტნიორების ქსელის დახმარებით თქვენთვის სასურველი სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო თუ საჰაერო გადაზიდვა არის შესაძლებელი. ჩვენ გაძლევთ შესაძლებელობას გადაზიდოთ ნებისმიერი ტვირთი, როგორებიცაა: საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები და ა.შ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენთან ყველა გადაზიდვა ავტომატურად დაზღვეულია სადაზღვეო კომპანია „ალდაგი“-ს მიერ, ტვირთის საინვოისო ღირებულებით, რაც მოგცემთ გარანტიას ტვირთის ზარალის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს ღირებულიების 100%-ის ოდენობით და აუცილებლად უნდა დავაკონკრეტოთ, რომ დაზღვევის ტარიფი შესულია გადაზიდვის ღირებულებაში, ანუ დამატებით არაფერი არ ემატება თქვენთვის შემოთავაზებულ გადაზიდვის ტარიფს.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)