04:44 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-01 13:54:12, 1645 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა.

შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

Georgian Airways-ს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. ​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics