|
2023-06-30 15:51:29, 1014 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ის, რომ დღეს თბილისიდან 40 კმ-ში რუსული ჯარი დგას, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა
სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელი "ნაცმოძრაობამ" მოაწერა, წერია, რომ საბრძოლო მოქმედებები საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. "სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება. მე ჩამოგითვლით როგორ მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ, მაგალითად, როგორ აღადგინეს "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები - ეს გააკეთა სააკაშვილმა, სხვას არავის გაუკეთებია; მათ დაარქვეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას - ესეც გააკეთა სააკაშვილმა; სააკაშვილმა ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში; მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე - ესეც გააკეთა სააკაშვილმა და დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; კონკრეტულ ამომრჩეველს ჰპირდებოდა სააკაშვილი იმას, რომ ერთ წელიწადში ისინი შეხვდებოდნენ საკუთარ სახლებში - ეს ავანტიურისტული ქმედებები საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა. შემდეგ შემიძლია შეგახსენოთ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც "ნაცმოძრაობამ" და სააკაშვილმა მოაწერა ხელი. იქ წერია, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედება. მე ამაზე ღრმად არ შევდივარ, მაგრამ თვითონ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მან დაიწყო ომი, სააკაშვილმა თქვა ეს. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი, პირდაპირ თქვა, არა მარტო საქართველომ დაიწყო ომიო, სალომე ზურაბიშვილის მიერაა ნათქვამი, რაც ძალიან ცუდი ნათქვამი იყო, მაგრამ მან თქვა. ასევე თქვა, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა თავს ქართული ჯარი. თქვენ ეს კითხვები დაუსვით თქვენ პარტნიორებს, ანუ სალომე ზურაბიშვილს და "ნაცმოძრაობას", რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი, "ნაცმოძრაობამ“,- განაცხადა კობახიძემ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)