06:21 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 17:42:39, 925 ნახვა

პოლიტიკა
კუმარ აიერი - მადლობელი ვართ იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის გადაიდგა

მადლობელი ვართ ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც უკვე გადაიდგა საქართველოს მთავრობის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა.

როგორც აიერმა თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანია, რუსეთში საბრძოლო დანიშნულების საქონლის მოხვედრა აღიკვეთოს.

"ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება, გააგრძელებს სხვადასხვა გზის გამოყენების მცდელობებს. ასე რომ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია, როგორ გავაგრძელოთ პარტნიორობა, რათა აღვკვეთოთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის რუსეთში მოხვედრა...

ელჩმა ო’ბრაიანმა ისაუბრა სანქციების მნიშვნელობაზე. მე რამდენიმე სიტყვას დავამატებ, თუ რეალურად რა გავლენა აქვს ამ სანქციებს რუსეთზე. უპირველეს ყოვლისა, მათ გავლენა აქვთ ბრძოლის ველზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რუსული იარაღი დამოკიდებულია დასავლურ კომპონენტებზე, რომლებიც სანქცირებულია ჩვენ მიერ. ჩვენ ვიცით ფრონტიდან მიღებული მასალებისა და ანგარიშების შესწავლიდან, რომ მათ აღარ შეუძლიათ ამ კომპონენტების მიღება დასავლური ქვეყნებიდან. ისინი იყენებენ უფრო დაბალი ხარისხის კომპონენტებს და მათი იარაღის ეფექტიანობა მცირდება. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, თუ რომელია ის კომპონენტები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. თუ დაინტერესებული ხართ, ყველა დეტალი გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდებზე. ეს არის 38 დასახელების ძალიან კონკრეტული საქონელი, რომელზეც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი ფოკუსირებულია“, - განაცხადა კუმარ აიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics