|
2023-06-28 17:31:22, 760 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, ქართულ სტარტაპებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს დამწყები ბიზნესების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და სტარტაპ გრაინდის თანამშრომლობით, ტექნოპარკში ქართულ სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს, უცხოელი ინვესტორებისთვის ქართული ტექ-კომპანიების და ტექნოლოგიური ბაზრის გაცნობა წარმოადგენდა. ქართველი სტარტაპერებისთვის კი ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესები ინვესტორებისთვის გაეცნოთ, დაემყარებინათ ახალი კონტაქტები და პოტენციური საქმიანი კავშირები. მოწვეულ ინვესტორებს შორის იყვნენ:
ღონისძიებაში მონაწილეობა თერთმეტმა ქართულმა სატარტაპმა მიიღო, მათ შორის: Ensofy, Identomat, Arena Games, Kikliko, Arrival, Agronnect, Artisio, Phubber, Elven, Datamind და Kernel. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებმა საქართველოში არსებული სტარტაპ ეკოსისტემა შეაფასეს, ისაუბრეს როგორც მისი განვითარების, ასევე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზების შესახებ და განიხილეს სტარტაპ ჰაბების ჩამოყალიბების პროცესი. „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტექ-კომპანიების ზრდასა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბის პოზიციონირებას და ინვესტორების დაინტერესებას. ამისათვის, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვუჭერთ მხარს. „საქართველოს ბანკისა“ და სტარტაპ გრაინდის თანამშრომლობის ფარგლებში გამართული შეხვედრა წარმოადგენს შესაძლებლობას დამწყები ბიზნესებისთვის, დაამყარონ კავშირები ინვესტორების ფართო საერთაშორისო ქსელთან, მოიზიდონ დაფინანსება და მოახდინონ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სტარტაპების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)