|
2023-06-27 14:26:56, 955 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე დენდროლოგიურ პარკზე - ადამიანები, რომლებსაც ერთი აგური არ დაუდიათ, გამოდიან და სპეკულირებას ცდილობენ
დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას. ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს პარკი და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილმა დედას შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი აჩუქა. კობახიძის განცხადებით, დენდროლოგიური პარკი საქველმოქმედო პროექტია, რომელიც მომავალ თაობებს დარჩება. „ბიძინა ივანიშვილს აქვს 3 მილიარდი დოლარი დახარჯული ქველმოქმედებაზე, 500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერია აღდგენილი, უამრავი თეატრი, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კონკრეტულ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეხმარებოდა წლების განმავლობაში და ა.შ. ხალხი გამოდიოდა, კომენტარებს ვნახულობდი, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, ასეთი ადამიანები გამოდიან და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტის შესახებ. სირცხვილია ამ ადამიანების მხრიდან ასეთი რაღაცების ლაპარაკი. საქართველოში შეიქმნა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს და ამ პარკზე წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველა ადამიანს. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, უნიკალური დენდროლოგიური პარკის სახით“,- აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს თუ რაში დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი და აქ სასპეკულაციო არაფერია. „ეს არის ტექნიკური საკითხი, აქ სასპეკულაციო არაფერია. რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება, მეუღლეზე, თუ როგორ. უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენონ სპეკულაციებისთვის. ეს არის სამარცხვინო. ადამიანები, რომლებსაც ერთი აგური არ დაუდიათ და მტრობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, გამოდიან და ამ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით ცდილობენ სპეკულირებას, რაც არის უბრალოდ სირცხვილი. ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის, შეეშვან ამ ქვეყნის მტრობას და ამის შემდეგ გაარჩიონ სხვების საქველმოქმედო პროექტები. კაცმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაზე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, უფასოდ აჩუქა სახელმწიფოს უამრავი პროექტი და ამაზე რომ ახერხებთ სპეკულირებას, უბრალოდ სირცხვილია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)