07:09 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 22:52:51, 773 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.

ცვლილებები დღეს დეტალურად განიხილეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, რომელზეც შესაძლებელი გახდა მაქსიმალური ბალანსის მონახვა პაციენტის, სამედიცინო დაწესებულების, თუ ექიმის ინტერესებს შორის. დეტალებზე მუშაობა გრძელდება, მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილება და საბოლოო სახეს მიიღებს კანონპროექტი, რომელიც მოემსახურება როგორც სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული ბიზნესის, ისე თითოეული პაციენტის ინტერესებს.

რაც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, იგი საშუალებას მისცემს თითოეულ ავტორს, თუ ავტორ-შემსრულებელს, მათზე თანაბარ, სამართლიან პირობებში გადანაწილდეს ჰონორარები და უზრუნველყოფს როგორც მათი, ისე მომხმარებლის უფლებების სათანადო დაცვას.

უმრავლესობის სხდომაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics