07:09 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 17:39:22, 815 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია - ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში ჯერ მორალურად და თუ არ მოისვენებს, შეიძლება ცოტა მეტიც მიიღოს

ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების”  დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, "არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს".

"ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტა მეტიც მიიღოს. არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას [წარმოვადგენ] და საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ცოტა ენას კბილი დააჭირეთ, კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ",- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics