|
2023-06-24 12:17:25, 773 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე - ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი
ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალებით პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც გვარამია მის მიმართ აკეთებდა. "შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა იმედი, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი და ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)