23:48 - 30 Sep, 2023
რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 02:22:54, 783 ნახვა

სხვადასხვა
რა ხდება რუსეთში - განახლებადი ინფორმაცია

03:43 საათი - პრიგოჟინმა თქვა, რომ გენერალურმა შტაბმა ბრძანა ცეცხლი გაეხსნან კოლონას, რომელიც თითქოს მშვიდობიან მანქანებს შორის მოძრაობს.

„გენერალური შტაბის უფროსმა ახლახან გასცა ბრძანება თვითმფრინავების საშუალებით  მშვიდობიან მანქანებს შორის მოძრავ კოლონებზე ცეცხლის გახსნის შესახებ. მას არ აინტერესებს ვის მოკლავს. ისინი წელიწადნახევარია კლავენ თავიანთ მშვიდობიან მოსახლეობას მტერთან ბრძოლის ნაცვლად“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, პილოტებმა უარი თქვეს "კრიმინალური ბრძანებების" შესრულებაზე.

03:23 საათი - რუსეთის გენერალურმა პროკურორმა კრასნოვმა პუტინს შეატყობინა აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე შეიარაღებული აჯანყების მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით, - თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა პესკოვმა.

მისი თქმით, გენერალურმა პროკურორმა პრეზიდენტს აცნობა აღნიშნული ქმედებების კანონიერების შესახებ.

03:19 საათი - როსტოვში, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინაში ჯავშანტექნიკა მიიყვანეს.
შტაბის მიმდებარე ქუჩებზე არის სამხედრო პუნქტები, ბევრი პოლიციის მანქანა, ფორმაში ჩაცმული ხალხი, ჯავშანტრანსპორტიორი. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს პოლიციის მანქანები პატრულირებენ, ვერტმფრენები დაფრინავენ.

03:14 საათი - ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამ არხზე გამოჩნდა მისი ახალი მიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ ვაგნერის მებრძოლები შედიან როსტოვში და მიდიან "ბოლომდე".

„ჩვენ ყველა ადგილას გადავკვეთეთ სახელმწიფო საზღვრები. ახლა როსტოვში შევდივართ. წვევამდელები, რომლებიც ჩვენი გზების გადასაკეტად გამოყარეს, განზე გადგნენ. ჩვენ არ ვებრძვით ბავშვებს, არ ვკლავთ ბავშვებს. ბავშვებს კლავს შოიგუ, რომელიც ომში აგდებს მოუმზადებელ ჯარისკაცებს, ”- თქვა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, "ვაგნერის" მებრძოლები მხოლოდ პროფესიონალებთან იბრძვიან, მაგრამ ისინი გაანადგურებენ ყველაფერს, რაც მათ გზაზე დგება.

„ჩვენ ყველას მივმართავთ. არ არის საჭირო ამ ხელში აფურთხება. ჩვენ მივდივართ უფრო შორს, მივდივართ ბოლომდე, ”- თქვა პრიგოჟინმა.

03:08 საათი - დონის როსტოვის შესასვლელებთან გზები გადაკეტილია, იუწყება პორტალი 161.
გზა ტაგანროგიდან თვითგამოცხადებულ DPR-მდე, დონის გზა მოსკოვიდან, როსტოვის დასავლეთი შესასვლელი, ნოვოჩერკასკოეს გზატკეცილი, ასევე გზები კამენსკისა და ქალაქ შახტის მახლობლად გადაკეტილია.
თვითმხილველების თქმით, საგუშაგოებზე მანქანების ჩხრეკა მიმდინარეობს.

02:58 საათი - ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მუქარის შემდეგ, აშშ-ის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთში არსებულ სიტუაციას, იუწყება CNN.

CNN-ის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პრიგოჟინის ბოლო კომენტარები შეერთებულ შტატებში აღიქმება "მის ჩვეულ რიტორიკაზე მეტად" და ვარაუდობს, რომ ისინი მოჰყვა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო გარღვევას ან ტაქტიკურ წარმატებას.

02:55 საათი - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ ისარგებლა რუსეთში შექმნილი ვითარებით და ახორციელებს ზოგიერთი შენაერთის კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებით.

კერძოდ, საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების 35-ე საზღვაო და 36-ე მექანიზებულ ბრიგადაზე.

02:32 საათი - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აგრესიის ნებისმიერ მცდელობაზე სროლის ბრძანება გასცა.  - ამის შესახებ, რუსული მედია იუწყება.

02:24  საათი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება: „ისარგებლა რა პრიგოჟინის პროვოკაციით სიტუაციის დეზორგანიზებისთვის, კიევის რეჟიმი ბახმუტოვსკის ტაქტიკური მიმართულებით აგროვებს 35-ე საზღვაო ბრიგადის და უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებს თავდასხმითი ოპერაციების სასტარტო ხაზებზე.

სამხრეთ ჯგუფის სამხედროები მტერს საჰაერო და საარტილერიო დარტყმებით ამარცხებენ.”

02:21 საათი - რუსი ჯარისკაცების ნაწილმა უარი თქვა ყაზარმებიდან გასვლაზე სა პროგოჟინის წინააღმდეგ ბრძოლაზე

02:10 საათი - პრიგოჟინთან დაახლოებული რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ როსტოვ-მოსკოვის გზატკეცილზე, კაზაკთა ბანაკების დასახლების მიდამოში, მოხდა პირველი შეტაკება მოსკოვისკენ მოძრავ ვაგნერის დანაყოფსა და რუსეთის გვარდიის ნაწილებს შორის.

შეტაკების შედეგად ეროვნული გვარდია გაიქცა, დატოვა იარაღი და რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო ვაგნერის კოლონამ დიმიტრი უტკინის მეთაურობით განაგრძო მოძრაობა მოსკოვისკენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯოზეფ ბორელი ოდესაში ჩავიდა და რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი მოინახულა
კომპანია Baykar უკრაინაში დრონების საწარმოებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
ზელენსკი - უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო
დუმბაძე მწერლებზე - ბოიკოტს სახელმწიფოს და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics