|
2023-06-23 23:52:04, 1292 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და საჭირო ზომებს იღებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია „პრიგოჟინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე“ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დიმიტრი პესკოვის შემდეგი ლაკონური კომენტარი: „პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ ყველა მოვლენის შესახებ. მიიღება აუცილებელი ზომები". - აცხადებს კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი. კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ როსტოვში ჩავიდა "ვაგნერიტებზე" დარტყმისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას "საინფორმაციო პროვოკაცია" უწოდა.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)