09:45 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 12:00:55, 805 ნახვა

პოლიტიკა
რიჟვაძე - ჩვენი გმირი სამხედროების დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი სააკაშვილის, რომელმაც ჯარი მიატოვა

ჩვენი გმირი სამხედროების დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი სააკაშვილის, რომელმაც ჯარი მიატოვა,- ამის შესახებ აჭარის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომსა და ლაჩრობასთან დაკავშირებით მისი წინა კომენტარიც განმარტა და თქვა, რომ აღნიშნული შეფასება მიხეილ სააკაშვილს და „მის ამფსონებს ეკუთვნის“.

"ყველამ ნახა, რომ მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ რეალურად რა კეთდება აჭარაში და არც შედის მათ ინეტერესში აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე.

კიდევ ერთხელ, მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავგანწირვით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულიანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი, ბოლოს უკვე ნაბაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით, სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა",- განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მანამდე 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული ომი“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics