|
2023-06-21 12:40:54, 791 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მისმა ლობისტებმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ბოდიში უნდა მოიხადონ
მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და სამარცხვინო გამოსვლებისა, ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, „ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს“. „სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში და მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა, ამის შემდეგ რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელწმიფოს და ჩვენს საზოგადოებას. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ ეს ადამიანი არც არავის არ მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი არ ხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები. ამდენი ხნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოდან, რომ შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაცია და სიმულაციები, ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არის კარგად. მგონი საზოგადოების არცერთ წევრს დღეს უკვე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ კითხვები აღარ რჩება. სააკაშვილის თემაზე მე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ერთი პასუხი მინდა ვთქვა. ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა და არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ, მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, ყოფილი წარმომადგენლები და ლობისტები და ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვნახეთ ჩვენ, რომლებიც იცავდნენ მის ამ სპექტაკლს, მე ვფიქრობ, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში. ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით, რომ ჩვენ მოვწამლეთ, ვაწამებთ, მოვკალით, გადარჩა, ამ ყველაფერზე, ამ დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი, მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც დაასრულა ეს მასკარადი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Reuters- უკრაინაში Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა
უკრაინა რუსეთის აეროპორტებზე თავდასხმების მკვეთრ ზრდას ამზადებს
საპატრიარქო სამთავრო მონასტერში რუსულ წირვაზე - უცხოელ სასულიერო პირებს ასამაღლებლის წარმოთქმის უფლება მშობლიურ ენაზეც საეკლესიო ტრადიციით ეძლევათ
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)