04:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-18 18:35:10, 1384 ნახვა

ეკონომიკა
მეორადი სანქციების რისკის გამო, Bank of China რუსებს ზღუდავს გადარიცხვებს ევროპასა და აშშ-ში

13 ივნისიდან ჩინეთის Bank of China  შეუზღუდა რუსული ბანკის კლიენტებს იუანის ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში გადარიცხვის შესაძლებლობა. - ამის შესახებ RBC იუწყება.

ერთ-ერთი რუსული ბანკის წარმომადგენლის თქმით, ჩინეთის ბანკმა შეაჩერა სახსრების გადარიცხვა საკორესპონდენტო ანგარიშებით არა მხოლოდ იუანში, არამედ აშშ დოლარში, ევროში და ჰონგ კონგის დოლარებში. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, შეზღუდვები მეორადი სანქციების რისკს უკავშირდება.

რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს არა ჩინეთმა, არამედ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთზე უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების ფონზე.

RBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში ჩინურ ვალუტაში გადარიცხვების წილი მცირეა იუანში გადარიცხვებში. ასეთი ოპერაციები შეიძლება გამოიყენონ კერძო ინვესტორებმა ან ბიზნესის წარმომადგენლებმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკა დაექვემდებარა უპრეცედენტო სანქციების ზეწოლას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. ევროკავშირმა კერძო ბანკების მიმართ შეზღუდვები იმით ახსნა, რომ ისინი სახელმწიფოს „სოლიდურ შემოსავალს“ აძლევენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics