|
2023-06-13 20:00:38, 1538 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ომის პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება
მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო , უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო პროცესი შუა ეტაპამდე მივიდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი ზერნიკოვმა Foreign Affairs-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რეზნიკოვმა გაიხსენა პარტნიორების დამოკიდებულება, რომლებსაც ომის დაწყებისას არ სჯეროდათ უკრაინის გამარჯვების, იქამდე, სანამ უკრაინამ გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა არ დაამტკიცა, რის შემდეგაც მათი დამოკიდებულება შეიცვალა და დახმარების პაკეტები გამოჰყვეს. რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ომის “პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება”. ''თავდაპირველად დასავლეთის დახმარება მკვეთრად შემცირდა. ჩვენ ვკითხეთ დასავლელ მეგობრებს, შეიძლება გვქონდეს სტინგერები? გვიპასუხეს - არა, გათხარეთ სანგრები და მოკალით რაც შეიძლება მეტი რუსი, სანამ ეს არ დასრულდება. ხალხი ფიქრობდა, რომ ჩვენი გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაგრამ როდესაც უკრაინულმა ძალებმა გაძლეს და განაგრძეს ბრძოლა, შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა და უკრაინის სხვა მეგობრებმა საბოლოოდ მოგვაწოდეს უფრო დახვეწილი იარაღის ფართო სპექტრი. გამოგვიგზავნეს Stingers, HIMARS და Patriots, რომლებმაც ჩამოაგდეს, რუსეთის ვითომდა შეუჩერებელი ჰიპერბგერით Kinzhal რაკეტები. ახლა, უკრაინას ჰყავს „ბრედლი, სტრაიკერები, აბრამსი, ლეოპარდები და სხვა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)