|
2023-06-13 16:46:23, 959 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - მოგიწოდებთ, არ დაძლიოთ ვეტო და არ მიიღოთ კანონი, რომელიც დააზიანებს ეროვნულ ბანკს
მოგიწოდებთ, არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და არ მიიღოთ კანონი, რომელიც დააზიანებს ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ფუნქციონირებას,- ასე მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დეპუტატებს პარლაენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. როგორც მსხილაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული და სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ეროვნულმა საბჭომ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი გადაწყვიტოს. "ეროვნული ბანკის მმართველობის სტრუქტურული ცვლილება არ უნდა ხორციელდებოდეს დაჩქარებული და სათანადო საჭიროების გარეშე, არამედ მოითხოვს დაკვირვებულ მიდგომას და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალურ ბანკში დამოუკიდებლობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. მოტივირებული შენიშვნების სახით გთავაზობთ, უცვლელად იქნას შენარჩუნებული ორგანული კანონის რედაქცია, გარდა მე-15 მუხლის მე-2 პუნქტისა. არ იქნას შემოღებული პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და შედეგად საბჭოში არ გაიზარდოს აღმასრულებელი წევრების რაოდენობა, ხოლო სებ-ის პრეზიდენტის არყოფნისას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი გადაწყვიტოს ეროვნული ბანკის საბჭომ. სებ-ის პრეზიდენტისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს მოვალეობის შესრულებას",- მიმართა მსხილაძემ უმრავლესობის დეპუტატებს. ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, ვეტო დაადო. აღსანიშნავია, რომ მმართველი უმრავლესობის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ.
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
კობახიძე - საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)