|
2023-06-13 12:06:36, 1030 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნით გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება
დეოლიგარქიზაცია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს დებიძინიზაციას და ვენეციის კომისიის დასკვნა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, ვენეციის კომისიის დაკვნა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას. “ჩვენ წარდგენილი გვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას. დეოლიგარქიზაცია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს დებიძინიზაციას, „ქართული ოცნების“ ეს კანონპროექტი კი ფაქტობრივად, მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნება ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაეხმარონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ამიტომაც, ვენეციის კომისიის ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა და მისცა პირდაპირი რეკომენდაცია „ქართულ ოცნებას“, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას, ერთადერთი ოლიგარქი არსებობს ამ ქვეყანაში - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ვენეციის კომისიის ეს დასკვნა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული ამ ფორმით, რადგან ის არის რეპრესიული",- აცხადებს წითლიძე. ცნობისთვის, გუშინ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)