|
2023-06-13 09:21:51, 1996 ნახვა
პოლიტიკა
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული - ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა. "ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, არ მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად: ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი, მათი ხარვეზების სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით. • შეიმუშაონ მაკორექტირებელი, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს: • ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას; • მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და კორუფციის პრევენციას, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის, ანუ GRECO-ს რეკომენდაციების შესაბამისად; • სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას; • მედიაპლირალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას; • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესებას, მათ შორის იურიდიული პირებისა და ღონისძიებების გამჭვირვალობას, აგრეთვე ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის დროულ და ეფექტურ წვდომას MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; • პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას; • ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში; • ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერებას; • შეაფასოს, თუ როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ინსტიტუტს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიური კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთ იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან „ოლიგარქიული“ გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; რეგულარულად შეაფასოს ასეთი ღონისძიებების გავლენა; • ამგვარად, ოლიგარქიული გავლენის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, დანერგოს ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც ფოკუსირებული სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის მეშვეობით გაუმკლავდება ოლიგარქიზაციის პრობლემას, ამ პრობლემის ურთიერთდაკავშირებული ბუნების აღიარებით, რაც კანონის სხვადასხვა სფეროსა და მათ განმახორციელებელ ინსტიტუტებს შორის დაკავშირების საშუალებას მისცემს; • განახორციელოს იგი დაუყოვნებლივ, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულად",- ნათქვამია დოკუმენტში.
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
კობახიძე - საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)