|
2023-06-12 20:11:20, 1037 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურმა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების შეხვედრას უმასპინძლა
9-10 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და კორეის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა. ამასთან, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ასევე აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები (ADB). აღნიშნული შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ ერთიანი სატრანზიტო სისტემები, ციფრული საბაჟო, ერთიანი ფანჯრის პრინციპის დანერგვისა და ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, ასევე 2023 – 2024 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გამოწვევები და სხვა. შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და უწყების სხვა სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი პირები. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ესტუმრნენ და საქონლის გაფორმების გამარტივებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
ტერაქტის მცდელობა თუ პილოტების ჩხუბი კაბინაში - რა მოხდა Flydubai-ს რეისზე
₾100 ათასამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პარლამენტმა კანონი მიიღო
2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით - ბიუჯეტის პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)