|
2023-06-12 12:53:18, 797 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ლიხტენშტაინის საგარეო მინისტრის ვიზიტი საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა
ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის. ამასთან, ამ ვიზიტს განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებას ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ლიხტენშტაინის საგარეო მინისტრთან, დომინიკ ჰასლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ამ მხრივ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რის მყარ საფუძველსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პროფილის მიმზიდველობაზეც. მისი თქმით, „საქართველო, როგორც რეგიონის სატრანსპორტო კვანძი და საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსა და ინიციატივებში, თავისი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარებაში". ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინისტრის თქმით, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ლიხტენშტაინი საქართველოს საიმედო და სანდო პარტნიორია. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოინახულა საოკუპაციო ხაზი და პირადად გაეცნო ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)