|
2023-06-12 10:24:44, 1379 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის 35-ე საზღვარო ბრიგადის კონტრადმირალი მიხაილო ოსტროგრადსკი ავრცელებს. მისი თქმით, დეოკუპაციის პროცესში სამხედროებმა, დაახლოებით, 50 "რაშისტი" გაანადგურეს, 4 რუსი კი ტყვედ აიყვანეს. "კონტრშეტევის ფარგლებში 35-ე ბრიგადის სამხედროებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავუსუფლეს. დეოკუპაციის პროცესში სამხედროებმა, დაახლოებით, 50 "რაშისტი" გაანადგურეს, 4 რუსი კი, ტყვედ აიყვანეს. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სოფელ სტოროჟევოეში და ასე იქნება ყველა დასახლებულ პუნქტში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. ოპერაცია, დაახლოებით, დილის 5 საათზე დაიწყო. სამხედროებმა შტურმი დაიწყეს. მტერმა წინააღმდეგობა გაგვიწია და არტილერიიდან ისროდა, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით განახორციელეს შეტევა და სტოროჟევოე გაათავისუფლეს",- განაცხადა ოსტროგრადსკმა. სოფელ სტოროჟევოე გათავისუფლებას ადასტურებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარიც. "ეროვნული დროშა კვლავ ფრიალებს სტოროჟევოეში და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას“, - წერს მალიარი. ცნობისთის, დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე ოკუპირებული 2022 წლის 11 მარტიდან იყო. ამასთან, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ერთდროულად დონეცკის ოლქის 2 სოფელი - მაკაროვკა და ბლაგოდატნოეც გაათავისუფლეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)