|
2023-06-11 16:03:02, 833 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ვიცე-პრეზიდენტი იქნება იმ შემთხვევაში თუ ვეტო დავძლიეთ და თუ პრეზიდენტის ვეტო არ დავძლიეთ, მისი შენიშვნები გავითვალისწინეთ და იმგვარად მივიღეთ, მაშინ არ იქნება
ვიცე-პრეზიდენტი იქნება იმ შემთხვევაში თუ ვეტო დავძლიეთ და თუ პრეზიდენტის ვეტო არ დავძლიეთ, მისი შენიშვნები გავითვალისწინეთ და იმგვარად მივიღეთ, მაშინ არ იქნება. მეტი განსხვავება არ არის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტებაზე საუბრისას განუცხადა. მდინარაძის განმარტებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის ერთადერთი არსებითი განსხვავებაა, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას გულისხმობს. „ყოველთვის ჩვენკენ იშვერენ ხელს მაშინ, როდესაც ფასებზე, ინფლაციაზე, დევალვაციაზე მიდის საუბარი და ეროვნული ბანკი არავის ახსენდება. ამ დროს როცა იქ პრობლემებია და ჩვენ ამ პრობლემების დალაგებას ვაპირებთ- როგორ თუ გავბედეთ ამის დალაგება. წარმოუდგენელია სერიოზულად გააკრიტიკო ვეტოს დაძლევის სურვილი იმიტომ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებსა და, თუ ვეტო დავძლიეთ, კანონპროექტში და შემდეგ უკვე კანონში რა განსხვავებაა იცით? ერთადერთი განსხვავებაა, პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა და თანამდებობა იქნება თუ არ იქნება. წარმოიდგინეთ, რაც არ უნდა ჩაჰყვეთ, გარანტიას გაძლევთ იქ არსებითი განსხვავება არის მხოლოდ ერთი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)