16:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 15:08:00, 748 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე შოლცზე - საქართველოს პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და წამზომს ვერავინ ჩაურთავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული ადრეც ხდებოდა, როდესაც 2008 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იბარებდნენ და რაღაცეებს ავალებდნენ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბარა, მეტყველებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ.ეს არის ერთადერთი რამის დასტური, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ამ პოლიტიკური პარტიებით, „ენჯეოებით“ და ტელევიზიებით არის ერთადერთი რამ, უცხოური აგენტურა,

თავის დროზე, 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცეებს ავალებდნენ. ასეთი რაღაცეები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გუშინ, 9 ივნისს შეხვდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics