|
2023-06-09 15:01:59, 760 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ საფრანგეთის მხრიდან იქნება პოზიტიური დამოკიდებულება, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დადგება
გვაქვს მოლოდინი, რომ საფრანგეთის მხრიდან იქნება პოზიტიური დამოკიდებულება, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დადგება. ყველა ხვდება, რომ საქართველო კვლავ ლიდერია უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით და იმსახურებს, რომ ის წყვეტა, რაც მოხდა ასოცირებულ ტრიოს შორის, როცა ცალკე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი მოლდოვას დ უკრაინას, უნდა აღმოიფხვრას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შარშან ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყველას აქვს შეგრძნება, რომ ეს არ იყო ბოლომდე სამართლიანი გადაწყვეტილება. „საფრანგეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გამორჩეულად პროდუქტიული იყო. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრები ფრანგ კოლეგებთან, ეროვნული ასამბლეისა და კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ასევე სენატის თავმჯდომარესთან და კომიტეტების წარმომადგენლებთან, მეგობრობის ჯგუფთან, გვქონდა შესაძლებლობა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ორსაათიანი დისკუსია გაგვემართა უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ეროვნულ პერსპექტივაზე. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დამატებითი შეხვედრებიც კი ჩაინიშნა, რადგან გამოჩნდა, რამდენად საქმიანი და პროდუქტიულია, როცა ჩვენს კოლეგებთან ერთად კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ. საერთო განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ ახლა საფრანგეთი სხვანაირად უყურებს გაფართოების პოლიტიკას. ამ მხრივ არის უფრო გახსნილი და აქტიური. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ საფრანგეთის მხრიდან იქნება პოზიტიური დამოკიდებულება, როდესაც საკითხი დადგება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც ვიგრძენით ის, რომ შარშან ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყველას აქვს შეგრძნება, რომ ეს არ იყო ბოლომდე სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველა ხვდება, რომ საქართველო კვლავ ლიდერია უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით და საქართველო იმსახურებს, რომ ის წყვეტა, რაც მოხდა ასოცირებულ ტრიოს შორის, როცა ცალკე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი მოლდოვას დ უკრაინას, უნდა აღმოიფხვრას და საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთ დონეზე უნდა დადგნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ევროპარლამენტის გუშინდელმა დისკუსიამ გვაჩვენა, რომ არიან ჯგუფები, რომელთაც საქართველოს მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ. „ევროპარლამენტის გუშინდელმა დისკუსიამაც გვაჩვენა, რომ სამწუხაროდ, ხანდახან, არიან ჯგუფები, რომელთაც საქართველოს მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ ისე, რომ საკითხები სიღმისეულად არ იციან და საქართველოს მდგომარეობას ჰედლაინების დონეზე აანალიზებენ და შემდეგ შესაძლოა, გადაწყვეტილებას იღებენ. რამდენი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის ჩემი კოლეგებიც მართავენ შეხვედრებს, თავად ის ფაქტი, რომ კითხვაზე - რატომ არ მიენიჭა შარშან კანდიდატის სტატუსი - ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, იმაზე მეტყველებს, რომ ივნისის გადაწყვეტილება დაფუძნებული არ იყო ობიექტურ კრიტერიუმებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
კობახიძე - საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)