15:47 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 15:25:30, 951 ნახვა

პოლიტიკა
კალიურანდი „ოცნების“ წარმომადგენლებს - ნუ ადანაშაულებთ სხვებს - ჩაიხედეთ სარკეში

მინდა გირჩიოთ, რომ ნუ ადანაშაულებთ სხვებს - ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე.

კალიურანდის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკას კონკრეტული ფაქტები აჩვენებს.

"მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედს" მისცა - "ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, ნუ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ". მე აქ კიდევ მაქვს უამრავი ციტატა და შემიძლია წავკითხო ყველა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ეს კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეა და ჩვენი მოგონილი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი დისკუსია იწვევს პოლარიზაციას საქართველოში, მინდა გირჩიოთ, რომ ნუ ადანაშაულებთ სხვებს - ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად",- მიმართა კალიურანდმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. 

შეგახსენებთ, რომ  ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა განიხილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ
კობახიძეს მიაჩნია რომ პოლიტიკური პარტიები რომლებიც არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების მათ ლეგიტიმურობას, უნდა აიკრძალონ
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა
MDF: სახელისუფლებო მედიებმა ორი ოცნების ტროლი 351-ჯერ დააციტირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics