14:04 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 10:25:03, 445 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე სებ-ის საბჭოს წევრის დანიშვნაზე - დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს

პრეზიდენტს ხომ არ წარმოუდგენია [ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის] კანდიდატურა? თავად აღიარეს, რომ განვიხილავდითო, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ენდობა ადამიანს, პროფესიონალია, დადებითი რეპუტაცია აქვს, პოზიტიური ადამიანია, ყველანაირად კარგი ადამიანია, კვალიფიკაციით და ყველაფრით, მაგრამ იცით რა, თქვენთან ნამუშევარია. მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბევრი ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა "საფრთხის ქვეშ დააყენა".

„ათასი ვერსიაა, მათ შორის, გამოითქმის მოსაზრებები, რომ ახლობლების და ოჯახის წევრების დაწინაურების ხარჯზე „იცვალა ფერი“ პრეზიდენტმა, მაგრამ ფაქტი რა არის? ამით ვილაპარაკოთ, რომ საზოგადოება მიხვდეს, რომ ჩვენ ძალიან მართლები ვართ ამ  მსჯელობაში. რამდენი ნაბიჯიც გადადგა, ყველა იყო რეალობის საწინააღმდეგო. 26 მაისს რაც გააკეთა, არ შევყევით სპეციალურად, განცხადებაც გაავრცელა პოლიტსაბჭომ, რომელიც ძალაში რჩება. „ნაცური“ ნარატივი საქართველოს ხელისუფლების პრორუსობის შესახებ, უკიდურესად შეურაცხმყოფელია. თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილმა, ხომ ვერ დავაბრალებთ, რომ არ იცის და ვერ ხვდება - ასეთი პრეტენზიები ხომ არ გვაქვს ჩვენ მის ინტელექტთან? ხომ ზუსტად იცის, ორი თვითმფრინავით მოხალისეების გაშვება [უკრაინაში] რა რისკებთან იყო დაკავშირებული, ხომ ზუსტად იცის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან მიდის?“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, არ ისაუბრებს მიზეზებზე, თუ "რატომ ჯდება სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის საზიანო ნარატივში იმ ფონზე, რომ ყველა რისკის შესახებ კარგად არის ინფორმირებული".

„მასთან კომუნიკაციები არსებობს და როცა აზრი არ აქვს ამ კომუნიკაციებს, მაშინ წყდება ხოლმე პერიოდულად, რეალურად, ამ ადამიანმა, ძალიან კარგად იცის ყველა რისკის შესახებ და რატომ რისკავს და რატომ ჯდება ამ დიდ, საერთო, საქართველოსთვის დამაზიანებელ ნარატივში, შეიძლება ბევრი რაღაც ვიცოდე, ერთ ვერსიას ვიზიარებდე, მაგრამ ამაზე საუბარი მიჭირდეს, რომ მართლაც, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არ შევიდეთ იმ ნარატივში, რომელში შესვლასაც გვიბიძგებდა მისი ნაბიჯები“, - განაცხადა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი  LIVE”.

შეგახსენებთ, გუშინ, 7 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. 

პოლიტსაბჭოს განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გუშინვე გამოეხმაურა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა მისი დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics