01:57 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 23:17:24, 623 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთმა წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად უკრაინას წყლის ავზები და ამოსატუმბი ხელსაწყოები გადასცა

პოლონეთმა წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად უკრაინას წყლის ავზები და ამოსატუმბი ხელსაწყოები გადასცა, - ამის შესახებ, პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა.

როგორც კამინსკიმ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა, უკრაინის დასახლებულ ტერიტორიებზე დრამატული მდგომარეობა გაჩნდა, პოლონეთმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას 18 000 ლიტრის მოცულობის წყლის ავზი და 10 მაღალი ხარისხის სატუმბი გადასცეს.

„დასახლეული ტერიტორიების დრამატული მდგომარეობის გამო მას შემდეგ,  რაც რუსეთმა ნოვა კახოვკაში კაშხლის დამბა ააფეთქა, მე და პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ გადავწყვიტეთ უკრაინაში გადაგვეტანა 18 000 ლიტრის მოცულობის წყლის ავზი და 10 მაღალი ხარისხის ტუმბო“, - ნათქვამია მარიუშ კამინსკის განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გუშინ, 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.  

უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.

რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics