12:39 - 29 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 22:06:18, 968 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები კახოვკის ჰესის სამაშველო ღონისძიებებს აფერხებენ და დატბორილ რაიონებში მაშველებს ესვრიან

ოკუპანტები კახოვკის ჰესის სამაშველო ღონისძიებებს აფერხებენ და დატბორილ რაიონებში მაშველებს ესვრიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კახოვკის ჰესის აფეთქების ზუსტი ზარალის დადგენა ამ ეტაპზე ევრ ხერხდება, შედეგები კი სავარაუდოდ, რამდენიე დღეში იქნება ცნობილი, როდესაც წყლის დონე შედარებით დაიწევს.

"როგორც კი ჩვენი მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ, მათ ესვრიან, ადამიანები, ცხოველები დაიხოცნენ, ძალიან რთულია ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან ხალხის გამოყვანა. როგორც კი ჩვენი ძალები ამას ცდილობენ, ოკუპანტები მათ შორიდან ესვრიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გუშინ, 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.  

უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.

რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ
ალეკო ცქიტიშვილი - ჩემი სახლიდან ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი
პაპუაშვილი ჩხრეკაზე - დარწმუნებული ვარ, კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი
იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი